“ქართველთა ისტორია”

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თურქეთში გაჩნდა ინტერესი დამოუკიდებელ საქართველოს შესახებ. არა მხოლოდ თურქეთში მცხოვვრები ქართველების შორის, არამედ არაქართულ საზოგადოებაშიც. ამის გამო ერთ-ერთ გამომცემლობამ – Ant Yayınları შემომთავაზა წიგნი, რომელიც მოიცავდა მრავალმხრივ ი ინფაორმაციას ქართველების შესახებ. 1993 წელს, წიგნი “ქართველთა ისტორია” (Gürcülerin Tarihi) ამ პირობებში დაიწერა და დაიბეჭდა. ამ გამომცემლობას ერთი წლით ადრე კი ვანილიშისა და თანდილავას წიგნი “ლაზეთი”  ჰქონდა გამოცემული “ლაზთა ისტორიის” სახელით.

878_gurculerin_tarihi_b

“ქართველთა ისტორიის” შესახებ წერდა ლია ჩლაიძე:

“ფასდაუდებელია ფაჰრეთინ ჩილოღლუს წიგნის – “ქართველთა ისტორიის” მნიშვნელობა (Gürcülerin Tarihi, სტამბოლი, 1993). იგი პოპულარული ფორმით დიდძალ ინფორმაციას აწვდის თურქულენოვან მკითხველს საქართველოს პოლიტიკური თუ კულტურული ცხოვრების შესახებ. წიგნი ქართველთა ისტორიაა (და არა საქართველოს ისტორია), რადგან იმ ქართველებსაც ეხება, დიდი ხნის წინათ რომ მოსწყდნენ სამშობლოს და სხვა ქვეყნებში გადახვეწილებმა შეინარჩუნეს თავიანთი ქართველობის ხსოვნა და ქართული ენა. წიგნის იმ თავში, რომელსაც “თურქეთის ქართველები” ჰქვია, გამოყენებულია ქართველების თურქეთში მოხვედრის შეულამაზებელი ისტორია. ფ. ჩილოღლუ პირველია თურქეთის მეისტორიეთაგან, ვინც იქაურ გურჯებს სიმართლე უთხრა თავიანთი ვინაობის შესახებ. ჯერ ოსმალეთისა და მერე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიტიკის ღრმა ანალიზმა ავტორს თურქეთში ქართული დიასპორის ჩამოყალიბების შესახებ მეტად სარწმუნო დასკვნის გაკეთება შეაძლებინა.

დასახელებულ ნაშრომში პირველადაა წარმოდგენილი თურქეთში ქართველთა განსახლების სურათი, ჩამოთვლილია ქართული სოფლები (მონოეთნიკურიცა და შერეულიც)”.

ფარნა-ბექა ჩილაშვილი

 

Reklamlar

Bir Cevap Yazın

Aşağıya bilgilerinizi girin veya oturum açmak için bir simgeye tıklayın:

WordPress.com Logosu

WordPress.com hesabınızı kullanarak yorum yapıyorsunuz. Çıkış  Yap /  Değiştir )

Google+ fotoğrafı

Google+ hesabınızı kullanarak yorum yapıyorsunuz. Çıkış  Yap /  Değiştir )

Twitter resmi

Twitter hesabınızı kullanarak yorum yapıyorsunuz. Çıkış  Yap /  Değiştir )

Facebook fotoğrafı

Facebook hesabınızı kullanarak yorum yapıyorsunuz. Çıkış  Yap /  Değiştir )

Connecting to %s